ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2026 წელს საქართველოში 3 ახალი ავიაკომპანია შემოდის

2026 წელს საქართველოში 3 ახალი ავიაკომპანია შემოდის

2026 წლიდან საქართველოს ბაზარზე სამი ახალი ავიაკომპანია შემოდის. კერძოდ, მომდევნო წლის მარტიდან ივნისის პერიოდამდე ქვეყანაში ეტაპობრივად იწყებს ოპერირებას Etihad Airways-ი, Condor Airlines-ი და Norwegian-ი.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ ავიაკომპანიების მიმართულებებსა და ფრენის სიხშირეებს, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებას 2026 წლიდან აპირებენ:
· საქართველოს საავიაციო ბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოდის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია აბუ-დაბი - თბილისი - აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყებას 2026 წლის 1-ელი მარტიდან გეგმავს. ავიარეისების შესრულება კვირაში 14 სიხშირით იგეგმება;
· ავიაბაზარზე ბრუნდება გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ავიაკომპანია 2026 წლის 15 ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს;
· თბილისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. რეგულარულ რეისებს სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-ი დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის 2026 წლის 27 ივნისიდან კვირაში ორჯერ შეასრულებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.