ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2026 წელს მსოფლიო ავიაკომპანიები ისტორიაში პირველად 5 მილიარდზე მეტ მგზავრს გადაიყვანენ – IATA

2026 წელს მსოფლიო ავიაკომპანიები ისტორიაში პირველად 5 მილიარდზე მეტ მგზავრს გადაიყვანენ – IATA

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციამ (IATA) ახალი პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2026 წელს მსოფლიო ავიაკომპანიები ისტორიაში პირველად 5 მილიარდზე მეტ მგზავრს გადაიყვანენ.
ეს მაჩვენებელი 4.5%-ით მეტი იქნება მიმდინარე წლის შედეგებზე.
მოთხოვნის მკვეთრ ზრდას IATA რამდენიმე ფაქტორით ხსნის:
· ვიზების მიღების პროცესის გამარტივებამ ხელი შეუწყო საერთაშორისო მოგზაურობის ზრდას.
· ბოლო 10 წლის განმავლობაში ავიაბილეთების საშუალო ღირებულება 37%-ით შემცირდა, რამაც საჰაერო ტრანსპორტი მასებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადა.
მგზავრთა ნაკადის ზრდის პარალელურად, მოსალოდნელია ავიაკომპანიების შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა.
არსებული პროგნოზის მიხედვით, 2026 წელს გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი, სავარაუდოდ, 5%-ით გაიზრდება.
IATA-ს გათვლებით, დარგის წმინდა მოგება 41 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.
ამ პროგნოზის მიხედვით, მსოფლიო ავიაცია არა მხოლოდ სრულად გამოჯანმრთელდა პანდემიური კრიზისისგან, არამედ ზრდის ახალ რეკორდულ ეტაპზე შედის.
წყარო: avianews.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.