არქივი27 აგვისტო, 2025, 10:41
2026 წელს „კადილაკის“ პილოტები პერესი და ბოტასი იქნებიან

ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონში ახალი გუნდის „კადილაკის“ საბრძოლო პილოტები იქნებიან მექსიკელი სერხიო პერესი და ფინელი ვალტერი ბოტასი. ამის შესახებ ამერიკული გუნდის პრესსამსახური იტყობინება.
2024 წლის ნოემბერში ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია კომპანია General Motors-თან და მის ბრენდთან „კადილაკთან“. ის იქნება მე-11 გუნდი 2026 წლის სეზონში.
ორივე პილოტი 35 წლისაა. ბოტასი დღეს „მერსედესის“ სარეზერვო პილოტია. პერესმა გასული სეზონის შემდეგ დატოვა „რედ ბული“.
პირველი არხი
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.