ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2026 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 808 მილიონი ლარია

2026 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 808 მილიონი ლარია

2026 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 808 მილიონ ლარს შეადგენს.
პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, სამინისტროს ასიგნებებში წარმოდგენილია შემდეგი ცვლილებები:
· სურსათის უვნებლობა და მცენარეთა დაცვის პროგრამის დაფინანსება გაზრდილია 31 მილიონი ლარით და 108 მილიონ ლარს აღემატება;
· მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამა მომდევნო წელს რთველის დაფინანსების მიზნით, იზრდება 20 მილიონი ლარით და 103 მილიონ ლარს აჭარბებს;
· სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის ნაწილში დამატებით გამოიყოფა 1.5 მილიონი ლარი;
· გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიმართულებაზე დამატებით გამოიყოფა 6 მილიონი ლარი და შეადგენს 40 მილიონ ლარს;
· დაცული ტერიტორიების მართვის ნაწილში, ბიუჯეტი იზრდება 3 მილიონ 700 ათასი ლარით;
· გარემოს დაცვის სფეროში პროგნოზირების, შეფასების, პრევენციისა და მონიტორინგის ბიუჯეტი გაზრდილია 3 მილიონ 500 ათასი ლარით;
· ლაბორატორიული კვლევებისათვის საჭირო მასალების შესაძენად, დამატებით 4 მილიონი ლარი გამოეყოფა სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას;
· სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხა, პროექტის საბოლოო ვარიანტში შეადგენს 54 მილიონ ლარს.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.