ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2025-2028 წლებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად სახელმწიფო 1 მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს - სად მოეწყობა საბაგირო და სასრიალო ტრასები

“სამთავრობო პროგრამა 2025-2028“-ის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში აქცენტი გაკეთდა ახალი ტურისტული ბაზრების ათვისებასა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც მომავალ წლებშიც გაგრძელდება.
"ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო მომდევნო 4 წლის განმავლობაში 1 მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.
განხორციელდება ახალი საბაგიროს მშენებლობა/მონტაჟი და მოეწყობა ახალი სასრიალო ტრასები გუდაურსა (დაახლოებით, 8 კმ) და კურორტ გოდერძიზე (დაახლოებით, 6 კმ). დამატებით, გუდაურში დამონტაჟდება 3 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.
გარდა ამისა, ახალი სასრიალო ტრასები მოეწყობა ბაკურიანში (3 კმ) და ჰაწვალის მთაზე (დაახლოებით, 6 კმ). დაგეგმილია მასშტაბური პილიგრიმული პროექტის − „წმინდა ნინოს გზა“ − გზის ბილიკის განვითარება, რომლის მანძილი 600 კმ-ზე მეტია (ფოკადან ბოდბემდე), რომელიც 12 მუნიციპალიტეტს და 16 ეპარქიის ტერიტორიას მოიცავს.
მთავრობის მიერ დაგეგმილი ქმედებების შედეგად, 2028 წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 11 მილიონამდე გაიზრდება" , - წერია სამთავრობო პროგრამაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.