ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2025 წლის 1 მაისიდან 3 აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 23.4 მლნ აშშ დოლარის ატამი და ვაშლატამა

2025 წლის 1 მაისიდან 3 აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 23.4 მლნ აშშ დოლარის ატამი და ვაშლატამა

2025 წლის 1 მაისიდან 3 აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 19.2 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, რომლის ღირებულებამ 23.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 15%-ით (2.5 ათასი ტონით), საექსპორტო ღირებულება კი 22%-ით (4.2 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა.
აღნიშნულ პერიოდში ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასი კილოგრამზე 1.22 აშშ დოლარი იყო, რაც 6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: რუსეთი - 16.0 ათასი ტონა; უკრაინა - 2.1 ათასი ტონა; სომხეთი - 574 ტონა; ბელარუსი - 313 ტონა; ლატვია - 118 ტონა; ყაზახეთი - 18 ტონა; პოლონეთი - 18 ტონა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.