ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2025 წლის პირველ ნახევარში გაცემული მშენებლობების ნებართვების მოცულობა წლიურად 0.4%-ით შემცირდა

2025 წლის პირველ ნახევარში გაცემული მშენებლობების ნებართვების მოცულობა წლიურად 0.4%-ით შემცირდა

2025 წლის ივნისში ნებართვა გაიცა 10 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 92,244 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად შემცირდა. კლებამ 0.4%-ი შეადგინა.
ივნისის თვეში კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.5%-ით გაიზარდა და 1,338 აშშ დოლარს მიაღწია. ზრდას წინ უძღოდა მაისის თვეში დაფიქსირებული კლება. ფასმა მოიმატა მეორადი ბაზრის ახალ პროექტებშიც. ივნისში მისი ღირებულება მაისის თვესთან შედარებით 0.2%-ით გაიზარდა და 1,256 აშშ დოლარი შეადგინა.
ივნისში ზრდა დაფიქსირდა ქირის ფასშიც. თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვადრატული მეტრი) ქირა თვეში, 1.2%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 9.4 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, ქირის წლევანდელი ივნისის ფასი 4.9%-ით ჩამორჩება გასული წლის ანალოგიური თვის ფასს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.