პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა - ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 10-შია

2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა - ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 10-შია

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპების დასრულების შემდეგ 2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა. ხვიჩა კვარაცხელია კი ტოპ 10-შია - ის მე-9 ადგილზეა.
სათავეში კვლავ კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი რაფინია იმყოფება, რომელიც ამ ჯილდოს მოგების მთავარი პრეტენდენტია. მეორე ადგილზე გადაინაცვლა პსჟ-ს ფეხბურთელმა უსმან დემბელემ, ხოლო მესამე ადგილს მოჰამედ სალაჰი იკავებს. ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა.
რეზონანსი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.