ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოღებული ნაწარმოებები

2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოღებული ნაწარმოებები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამა წარმოადგინა.
განახლებულ პროგრამაში ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედება შემცირებულია.
კერძოდ, ეროვნულ გამოცდებზე ბარათაშვილის შემოქმედებიდან შეტანილია მხოლოდ ორი ლექსი: "მერანი" და ,,შემოღამება მთაწმინდაზედ".
საგულისხმოა, რომ პროგრამიდან ასევე ამოღებულია პოლიკარპე კაკაბაძის დრამატული ნაწარმოები -„ყვარყვარე თუთაბერი“.
2024 წლის პროგრამასთან შედარებით 2025 წლის ისტორიის ეროვნული საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია „აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში“; ანუ 1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ.
2025 წლის გამოცდებისთვის სასწავლო პროგრამიდან ამოღებული ნაწარმოებების სრული სია ასეთია:
1)სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები
2),,დავითიანი“(კონკრეტული თავები)- დავით გურამიშვილი
3),,გოგჩა“- ალექსანდრე ჭავჭავაძე
4),,საღამო გამოსალმებისა“- გრიგოლ ორბელიანი
5),,პასუხი შვილთა“- გრიგოლ ორბელიანი
6),,პასუხის პასუხი“- ილია ჭავჭავაძე
7),,არ უკიჟინო სატრფოო“- ნიკოლოზ ბარათაშვილი
8),,ცისა ფერს“- ნიკოლოზ ბარათაშვილი
9),,ხმა იდუმალი“- ნიკოლოზ ბარათაშვილი
10),,სულო ბოროტო“- ნიკოლოზ ბარათაშვილი
11),,ვპოვე ტაძარი“- ნიკოლოზ ბარათაშვილი
12),,ბედნიერი ერი“- ილია ჭავჭავაძე
13),,ჩემო კალამო“- ილია ჭავჭავაძე
14),,განდეგილი“- ილია ჭავჭავაძე
15),,აჩრდილი“- ილია ჭავჭავაძე
16),,აღმართ-აღმართ“- აკაკი წერეთელი
17),,სულიკო“- აკაკი წერეთელი
18),,ქებათა ქება“- აკაკი წერეთელი
19),,ხევისბერი გოჩა“- ალექსანდრე ყაზბეგი
20),,რამ შემქნა ადამიანად“- ვაჟა-ფშაველა
21),,იას უთხარით ტურფასა“-ვაჟა-ფშაველა
22),,ბახტრიონი“- ვაჟა-ფშაველა
23),,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“- ვაჟა-ფშაველა
24),,ყვარყვარე თუთაბერი“- პოლიკარპე კაკაბაძე
25),,მშობლიური ეფემერა“- გალაკტიონ ტაბიძე
26),,ლექსი-პოეზია“- პაოლო იაშვილი
27),,ნინოწმინდის ღამე“- გიორგი ლეონიძე
28),,მკვდართა მზე ვარ“- ანა კალანდაძე

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.