2025 წლის აგვისტო–სექტემბერში საქართველოდან ვაშლის ექსპორტი 65 %-ით გაიზარდა

2025 წლის 1 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 906 ტონა ვაშლი, რომლის საერთო ღირებულებამ 698 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა, ექსპორტის მოცულობა 65 %-ით (356 ტონით), ხოლო ღირებულება - 105 %-ით (357 ათასი აშშ დოლარით).
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასმა 0.77 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24 %-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია, სადაც აგვისტო-სექტემბრის პერიოდში 697 ტონა ქართული ვაშლი გავიდა. ასევე, 150 ტონა ექსპორტირებულია ბელარუსში, ხოლო 59 ტონა – თურქეთში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.