ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„2025 წელს ფულადი გზავნილები $3.6 მლრდ-ს მიაღწევს“ - Galt & Taggart

„2025 წელს ფულადი გზავნილები $3.6 მლრდ-ს მიაღწევს“ - Galt & Taggart

საქართველოში 2025 წელს ფულადი გზავნილები $3.6 მლრდ-ს მიაღწევს. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ყოველკვირეული მიმოხილვაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ქვეყანაში 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად 7.1%-ით გაიზარდა და 3.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
„2025 წლის 21 ნოემბერს, Fitch-მა დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB-ზე და პერსპექტივა - უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ეს კანასკნელი ძირითადად ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვებას ასახავს. Fitch-ის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წელს 5.3%-ით.
სებ-ის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში ფულადი გზავნილები, წინა თვის წლიური 12.1%-იანი ზრდის შემდეგ წლიურად 13.4%-ით 318.7 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+15.2%, მთლიანის 46.6%), აშშ-დან (+16.5%, მთლიანის 18.6%), რუსეთიდან (+20.2%, მთლიანის 13.0%), ისრაელიდან (+13.9%, მთლიანის 7.5%) და თურქეთიდან (+18.1% წ/წ, მთლიანის 3.4%).
ამასთან, ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა ყირგიზეთიდან (-18.4%, მთლიანის 2.4%) და ყაზახეთიდან (-14.2%, მთლიანის 2.0%)“, - წერია მიმოხილვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.