2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

საქართველო ევროპელ ტურისტებს კარგავს – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში საქართველოს 7.8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2024 წელთან შედარებით 5.9%-ით არის გაზრდილი, საიდანაც 5.5 მილიონი ვიზიტი უშუალოდ ტურისტულ ვიზიტს წარმოადგენდა, რაც წლიურად 8.4%-ით არის გაზრდილი.

2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან ჩამოვიდა, მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 11%-ით არის გაზრდილი – 1.57 მილიონი ვიზიტი (ზრდა 11%); მეორე ადგილზეა თურქეთი 1.24 მილიონი ვიზიტით (კლება 6.6%), სომხეთიდან კი საქართველოში გასულ წელს 948 ათასი ვიზიტორი შემოვიდა (უცვლელია). რეიტინგში ასევე შედიან ისრაელი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს, ევროკავშირიდან ნახევარი მილიონი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა საქართველოს ტურიზმის TOP-10-ში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ მოხვდა. შედარებისთვის, პანდემიამდელ პერიოდში 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნები ტოპ ათეულშიც შედიოდნენ.

EU-დან ყველაზე მეტი 84 ათასი ვიზიტორი გერმანიიდან შემოვიდა ამ მაჩვენებლით გერმანია მთლიან რეიტინგში მეცამეტე ადგილს იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა