2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 13.5%-მდე შემცირდება - Galt & Taggart

2025 წელს, საქართველოში უმუშევრობის დონე 13.5%-მდე შემცირდება, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვირის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
საინვესტიციო ბანკი წერს, რომ 2025 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 0.6 პროცენტული პუნქტით 14.7%-მდე გაიზარდა, რაც თვითდასაქმებულთა შემცირებითა და სამუშაო ძალის ზრდით იხსნება. აღნიშნულ პერიოდში სამუშაო ძალა წლიურად 0.2%-ით გაიზარდა და 1,634 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 1,394 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული (-0.5% წ/წ), ხოლო 239.4 ათასი უმუშევარი (+4.7% წ/წ).
2025 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 0.6%-ით გაიზარდა და მთლიანი დასაქმების 68.7% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულები წლიურად 3%-ით შემცირდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.