ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„2025 წელს საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალი $4.6 მლრდ-მდე გაეზარდა“ - რა გავლენა ექნება ირანში მიმდინარე მოვლენებს ქართულ ტურიზმზე?

„2025 წელს საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალი $4.6 მლრდ-მდე გაეზარდა“ - რა გავლენა ექნება ირანში მიმდინარე მოვლენებს ქართულ ტურიზმზე?

Galt & Taggart-ის შეფასებით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 4.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ორგანიზაციის ყოველკვირეული განახლების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 280 მლნ დოლარი შეადგინა.
„ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
საინვესტიციო ბანკი საქართველოს ტურიზმის სექტორზე ირანში არსებული ვითარების გავლენას აფასებს.
„საქართველოს ირანთან ეკონომიკური დამოკიდებულება ძირითადად ტურიზმით შემოიფარგლება, სადაც ირანიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები 2025 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიანი შემოსავლების 2.7% შეადგენდა. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული დაბალი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ირანში მიმდინარე არასტაბილურობის გახანგრძლივების შემთხვევაში საქართველოს ტურიზმის სექტორზე გავლენა მინიმალური იქნება“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.