2025 წელს საქართველოს მთავრობა ₾2 მილიარდს ისესხებს - რომელ პროექტებს მოხმარდება კრედიტი?

2025 წელს საქართველოს მთავრობა საგარეო ვალების აღებას გააგრძელებს. ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიიუს თანახმად, მომდევნო წელს 1.98 მილიარდი ლარის ახალი საგარეო კრედიტების აღება არის დაგეგმილი, რაც 2024 წელთან შედარებით 147 მილიონი ლარით მეტია.
მომდევნო წელს საქართველოს მთავრობა მიიღებს კრედიტებს ADB-ისგან, მსოფლიო ბანკისგან, EIB-ისგან, EBRD-ისგან, გერმანული KFW-სგან, ფრანგული AFD-სგან, AIIB-ისგან და სხვა საერთაშორისო საფინანსო დონორული ორგანიზაციებისგან.
2025 წელს საერთაშორისო კრედიტებით დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალი:
საქართველო დამატებით საგარეო კრედიტებს აიღებს ასევე:
· მსოფლიო ბანკიდან (WB) - 132,000,000 ლარის ოდენობით;
· საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) - 30,000,000 ლარის ლარის ოდენობით;
· ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) - 69,000,000 ლარის ოდენობით;
· თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2-ის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) - 69,000,000 ლარის ოდენობით;
· საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) - 150,000,000 ლარის ლარის ოდენობით;
· გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) - 150,000,000 ლარის ოდენობით.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.