2025 წელს საქართველომ კომპიუტერული მომსახურების ექსპორტიდან რეკორდული მოცულობის($1.148 მილიარდი) შემოსავალი მიიღო

2025 წელს საქართველომ კომპიუტერული მომსახურების ექსპორტიდან რეკორდული მოცულობის შემოსავალი მიიღო – $1.148 მილიარდი, რაც ბოლო წლების განმავლობაში სექტორის შემოსავლების მკვეთრ ზრდაზე მიუთითებს.სტატისტიკის მიხედვით, კომპიუტერული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 2015 წელს მხოლოდ $5 მილიონს შეადგენდა. 2016 წელს მაჩვენებელი $27 მილიონამდე, 2017 წელს კი $62 მილიონამდე გაიზარდა.შემდგომ წლებში შემოსავლები ასე გადანაწილდა:
2018 წელი — $49 მილიონი
2019 წელი — $68 მილიონი
2020 წელი — $74 მილიონი
2021 წელი — $153 მილიონი
2022 წელი — $512 მილიონი
2023 წელი — $784 მილიონი
2024 წელი — $688 მილიონი
2025 წელი — $1.148 მილიარდი
განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა 2021 წლიდან დაფიქსირდა. 2022 წელს კომპიუტერული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ერთ წელიწადში $153 მილიონიდან $512 მილიონამდე გაიზარდა.სექტორის შემოსავლების სწრაფ ზრდას, მათ შორის, 2021 წლიდან სექტორზე საგადასახადო შეღავათების დაწესება და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსული ემიგრანტები უკავშირდება.2025 წლის მონაცემით, კომპიუტერული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი უკვე $1 მილიარდს აჭარბებს.