2025 წელს, ბავშვზე ძალადობის 1 560 შემთხვევა აღირიცხა

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს, 1560 არასრულწლოვანზე დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევა.

სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის მონაცემებით ძალადობის სახეების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:

ფიზიკური ძალადობა – 329 ბავშვი

ფსიქოლოგიური ძალადობა – 594 ბავშვი

სექსუალური ძალადობა – 170 ბავშვი

უგულებელყოფა – 381 ბავშვი

იძულება – 18 ბავშვი

ეკონომიკური ძალადობა – 3 ბავშვი

შრომითი ექსპლუატაცია/ტრეფიკინგი – 3 ბავშვი

სექსუალური ექსპლუატაცია/ტრეფიკინგი – 6 ბავშვი

სხვა – 56 ბავშვი.