“2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი” – კობახიძის მილოცვა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. მილოცვაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა, პრემიერ-მინისტრი კვლავ აღნიშნავს, რომ 2024 წელს საქართველოს უწევდა ბრძოლა გარედან თავს მოხვეული სიძულვილის წინააღმდეგ და, რომ გაიმარჯვა 26 ოქტომბრის “რეფერენდუმში”.
“რაც მთავარია, მინდა ვისურვო, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი. სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს”, – აცხადებს ირაკლი კობახიძემ.
მილოცვაში მან, მადლობა გადაუხადა სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა თაობის წარმომადგენლენს:
“მადლობა პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, ექიმებს, გლეხებს, ფერმერებს, მუშებს, მეწარმეებს, საჯარო მოსამსახურეებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც თქვენი წვლილი შეგაქვთ სამშობლოს წარმატებაში.
ახალ წელს გილოცავთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, რომლებმაც უამრავი სირთულის მიუხედავად, დღემდე მოიტანეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და წარმატება.
ახალ წელს გილოცავთ ახალგაზრდებს, რომლებმაც თქვენი განათლებითა და პატრიოტიზმით უნდა შექმნათ საქართველოს ნათელი, წარმატებული, ევროპული მომავალი.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს. თითოეულ თქვენგანზე განსაკუთრებულად არის დამოკიდებული ქართული სახელმწიფოს თავისუფლება და ძლიერება. მადლობა თქვენი ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის სამშობლოს წინაშე.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს დედა-ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და თითოეულ სასულიერო პირს, რომელთა ღვაწლი საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობისა და ღირებულებების დაცვასა და შენარჩუნებაში ფასდაუდებელია. მადლობას ვუხდი ყველა რელიგიურ კონფესიას ტრადიციული ფასეულობების დაცვაზე ზრუნვისთვის”.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს