2025 წელი დავგეგმეთ 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. ამ ეტაპზე, პროგნოზის გადახედვა არ ხდება - გიორგი კაკაურიძე

2025 წელი დავგეგმეთ 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. ამ ეტაპზე, პროგნოზის გადახედვა არ ხდება, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
კაკაურიძემ სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა.
„2025 წელი დავგეგმეთ 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. პირველ 4 თვეში გვაქვს 8.8% ანუ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ბიუჯეტის გეგმით არის, თუმცა ამ ეტაპზე, პროგნოზის გადახედვა და ბიუჯეტის ახალ პროგნოზზე დაგეგმვა არ ხდება, შენარჩუნებულია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა წლევანდელი წლისთვის და მომდევნო წლებზე უკვე საშუალოდ 5.2%-ით გვაქვს განსაზღვრული“,- განაცხადა კაკაურიძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.