ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მისამართზე აქტიური რეგისტრაცია 4 562 181 საქართველოს მოქალაქეს აქვს

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მისამართზე აქტიური რეგისტრაცია 4 562 181 საქართველოს მოქალაქეს აქვს

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მისამართზე აქტიური რეგისტრაცია 4 562 181 საქართველოს მოქალაქეს აქვს.
საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჯამური რაოდენობის შესახებ სადეპუტატო კითხვით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „გირჩის“ დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა მიმართა.
როგორც „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“ სადეპუტატო კითხვის პასუხშია აღნიშნული, საქართველოში მისამართზე აქტიური რეგისტრაციის მქონე საქართველოს მოქალაქეებიდან 3 604 188 სრულწლოვანია, 957 993 კი არასრულწლოვანი.
“გაცნობებთ, რომ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში მისამართზე აქტიური რეგისტრაცია აქვს 4 562 181 საქართველოს მოქალაქეს (მათ შორის სრულწლოვანი - 3 604 188, არასრულწლოვანი - 957 993). ამავდროულად, გაცნობებთ, რომ სააგენტო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ ამ პირთაგან რამდენი პირი არის საქართველოში მუდმივად მცხოვრები”, - აღნიშნულია დოკუმენტში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.