არქივი3 დეკემბერი, 2023, 20:11
2024 წლის 1-ელი ივლისიდან ლამინირებული პირადობის მოწმობების გაუქმება იგეგმება
2024 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული (ე.წ. ლამინირებული) მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული.
ამასთან დაკავშირებით მომზადებული კანონის პროექტი 4 დეკემბერს პარლამენტის ბიუროს წარედგინება. პროექტის ინიციატორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან.
ამავე პროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.