არქივი24 დეკემბერი, 2024, 20:37
2024 წლის შედეგებით კაკაოს მარცვლების ფასი შესაძლოა ბიტკოინზე მეტად გაიზარდოს

კაკაოს მარცვლებმა შეიძლება აჩვენოს ფასების ყველაზე ძლიერი ზრდა გლობალურ აქტივებს შორის 2024 წელს და გაუსწროს ბიტკოინის და აშშ-ის საფონდო ბირჟას – წერს MarketWatch.
კაკაოს მარცვლების ფასი წლის დასაწყისიდან გაორმაგდა და 18 დეკემბერს მათი ფასი ახალ რეკორდულ მაჩვენებელზე გაიზარდა - $12,931 ათასი ტონაზე.
ეს რალი არ აჩვენებს შეჩერების ნიშანს: 2023/2024 სასოფლო-სამეურნეო წელი დასრულდა კაკაოს მარცვლის ყველაზე დიდი დეფიციტით ბოლო 60 წლის განმავლობაში, აღნიშნავს ING.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.