ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2024 წლის იანვრის თვეში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით 2024 წლის იანვრის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,62 ათასი ტონა, რაც 0,02 ათასი ტონით ანუ 1,25%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,60 ათასი ტონა) შედარებით.
„მ/წლის იანვრის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,40 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბელარუსი - 0,21 ათასი ტონა (13%); გერმანია - 0,15 ათასი ტონა (9,3%), ირანი - 0,14 ათასი ტონა (8,6%); და სხვ.
2024 წლის იანვრის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,2 ათასი ტონა, რაც 1,3 ათასი ტონით ანუ 16,4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (7,9 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მ/წლის იანვრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 43,5% (4 ათასი ტონა) განხორციელდა საბერძნეთიდან, 40,2% (3,7 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 10,9% (1 ათასი ტონა) - თურქმენეთიდან, 5,4% (0,5 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან.“ - წერია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.