ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.4%-მდე შევამცირეთ, წინა 9.7%-დან - Galt&Taggart

2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.4%-მდე შევამცირეთ, წინა 9.7%-დან - Galt&Taggart

2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.4%-მდე შევამცირეთ, წინა 9.7%-დან - მის შესახებ, Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში რეალური მშპ-ის ზრდა 7.5%-მდე შენელდა, წინა თვეში დაფიქსირებული 11.0%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.4%-ით გაიზარდა.
„ნოემბერში ეკონომიკის ზრდა ძირითადად განაპირობა პროფესიული და სამეცნიერო, ინფორმაცია და კომუნიკაციის, და ტრანსპორტის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის დარგში.
ნოემბრის მოსალოდნელზე დაბალი ფაქტიური ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.4%-მდე შევამცირეთ, წინა 9.7%-დან“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.