ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2024 წელს 1 კგ თევზი საშუალოდ ₾12.7 ღირდა - რომელი სახეობა ღირს საქართველოში ყველაზე ძვირი/იაფი?

2024 წელს 1 კგ თევზი საშუალოდ ₾12.7 ღირდა - რომელი სახეობა ღირს საქართველოში ყველაზე ძვირი/იაფი?

საქსტატის აკვაკულტურის სექტორული ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოში ფერმის კართან 1 კგ თევზის ფასი საშუალოდ ₾12.75 იყო და სახეობების მიხედვით განსხვავდებოდა.
კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყანაში ყველაზე ძვირი, ₾25.9 რუსული და ციმბირული ზუთხის სახეობა ღირდა. ამასთან, ანგარიშიდან ჩანს, რომ თევზის ეს სახეობა გასულ წელს, 2023-თან შედარებით, ₾4.8-ით გაძვირდა, თუმცა ფასი პიკს 2020-21 წლებში აღწევდა, როცა კილოგრამი რუსული და ციმბირული ზუთხი ₾27.6-ად ფასობდა.
საპირისპიროდ, თევზის სახეობა, რომელიც გასულ წელს ფერმის კართან ყველაზე იაფი ღირდა თეთრი და ჭრელი სქელშუბლა იყო, კილოგრამზე ₾6.2-ის ღირებულებით. თევზის ამ სახეობის ფასი 2023 წელთან შედარებით თითქმის უცვლელი დარჩა.
თევზის ფასები საქართველოში - 1 კგ/ფერმის კართან:

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.