არქივი15 აგვისტო, 2025, 14:07
2024 წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების ნახევარზე მეტი ოფშორებიდან შემოვიდა

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) საერთო მოცულობაში სამი უმსხვილესი ქვეყნის წილმა 54.4% შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები არიან:
· გაერთიანებული სამეფო – 27.5% (431.1 მლნ აშშ დოლარი),
· ნიდერლანდები – 14.7% (230.9 მლნ აშშ დოლარი),
· მალტა – 12.2% (191.7 მლნ აშშ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქვეყნები მთლიან ინვესტიციებში წამყვან პოზიციას ინარჩუნებენ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საქართველოს საინვესტიციო დინამიკაზე.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.