ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2024 წელს, საქართველოში მუზეუმებს, 2023 წელთან შედარებით, ნაკლები ვიზიტორი ესტუმრა - საქსტატი

2024 წელს, საქართველოში მუზეუმებს, 2023 წელთან შედარებით, ნაკლები ვიზიტორი ესტუმრა - საქსტატი

2024 წელს, საქართველოში მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების დამთვალიერებელთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 7.8%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებშია მოცემული.
სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს, ქვეყანაში 261 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა. მათ შორის 104 მემორიალური, 74 ისტორიული (მხარეთმცოდნეობის), 23 ხელოვნების, 13 მუზეუმ-ნაკრძალი, 2 ლიტერატურული და 45 სხვა ტიპის მუზეუმია.
მუზეუმების განაწილებითაც ტრადიციულად თბილისი ლიდერობს. დედაქალაქში მოქმედი მუზეუმები ქვეყნის მასშტაბით საერთო რაოდენობის 22.6%-ს შეადგენს. რეგიონებს შორის, მეორე ადგილზე იმერეთია 15.3%-ით, ხოლო მესამე - კახეთი, სადაც მუზეუმების წილი 14.2%-ს აღწევს.
კვლევის მიხედვით, 2024 წელს საშუალოდ ერთ მუზეუმზე 7.3 ათასი ვიზიტორი მოდიოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.