2024 წელს საქართველოში ლეგალურად 16 848 უცხოელი დასაქმდა

2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან დღემდე საქართველოში ლეგალურად დასაქმდა 38 587 უცხოელი, მათგან 2024 წელს დასაქმებულთა რიცხვი 16 848-ს შეადგენდა.
აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
„2023 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე, შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულია, 144 ქვეყნიდან ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 38 587 შრომითი იმიგრანტი (აქედან, 2024 განმავლობაში - 16 848 შრომითი იმიგრანტი)“, - აღნიშნულია უწყების პასუხში.
www.bpn.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.