2024 წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 1,7 მლრდ ლარი - ლაშა ხუციშვილი

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიმართულ თანხებზე.
როგორც მან აღნიშნა, 2024 წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 1,7 მილიარდი ლარი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლებიდან დაფინანსდება 450 მლნ ლარის პროექტები, მათ შორის:
· რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში გათვალისწინებულია 450 მლნ ლარი;
· თბილისის კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე მიიმართება 539 მლნ ლარი;
· მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პროექტებზე მიიმართება 266 მლნ ლარი;
· მაღალმთიანი დასახლებების ფონდის ფარგლებში, კი მიიმართება 20 მლნ ლარი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.