ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2024 წელს ევროკავშირში გაზის მოხმარება 2 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა

2024 წელს ევროკავშირში გაზის მოხმარება 2 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა

ევროკავშირში გაზის მოხმარება 2024 წელს გაიზარდა 2 მილიარდი კუბური მეტრით და 332 მილიარდ კუბურ მეტრამდე, მაგრამ 7%-ით ნაკლები იყო 2022 წელთან შედარებით და 20%-ით ნაკლები 2021 წელთან შედარებით (412 მილიარდი კუბური მეტრი), ნათქვამია ევროკომისიის მოხსენებაში.
ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ევროკავშირის გაზის მოხმარების კლება შეჩერდა და დაფიქსირდა კვარტალური ზრდა 8%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც პირველი ასეთი ზრდაა 2021 წლის მეორე კვარტალის შემდეგ.
წევრი სახელმწიფოს დონეზე გაზის მოხმარების ცვლილება მერყეობდა 17%-იანი კლებიდან 30%-მდე ზრდამდე.
2024 წელს ევროკავშირში გაზის მოპოვებამ 32 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 15%-ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით (38 მილიარდი კუბური მეტრი) და 32%-ით ნაკლები 2022 წელთან შედარებით (47 მილიარდი კუბური მეტრი). გაზის შიდა მოპოვებამ დაფარა შიდა გაზის მოხმარების 10% 2024 წელს რაც 1 პროცენტით ნაკლებია 2023 წელზე(11%).

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.