ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2024 წელს დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა

2024 წელს დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს დადებითი მიგრაციული სალდო (14 386) დაფიქსირდა. ამ წელს ემიგრანტების რაოდენობამ 121 425 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 50.5%-ით ნაკლებია. იმიგრანტების რიცხოვნობა კი 34%-ით შემცირდა და 135 811 კაცი შეადგინა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2024 წელს ემიგრაციაში საქართველოს 64 594 მოქალაქე წავიდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, იმიგრანტების 85.6 პროცენტი და ემიგრანტების 85.8 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
„საქსტატის“ ცნობით, 2024 წელს, იმიგრანტების 48.2 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 53.2 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.