არქივი13 სექტემბერი, 2024, 16:38
2024 წელს გორის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ხუთ უსახლკარო ოჯახს ხის კოტეჯი გადაეცემა - გორის მერია ხუთივე ოჯახს კოტეჯს საკუთარ ფართში უშენებს
2024 წელს გორის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ხუთ უსახლკარო ოჯახს ხის კოტეჯი გადაეცემა - გორის მერია ხუთივე ოჯახს კოტეჯს საკუთარ ფართში უშენებს.
გორის მერიის ინფორმაციით, კოტეჯების მოწყობის სამუშაოები ქვეშში, ბროწლეთში, ფლავში, ბერბუკში და მეჯვრისხევში მიმდინარეობს.
„ოჯახები კომისიის მიერ შეირჩა. კოტეჯების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 283 070 ლარი გამოყო
ხის საცხოვრებელი კოტეჯები უზრუნველყოფილია თბოიზოლაციისა და ელექტროენერგიის სისტემებით“,- ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.