ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„2024 წელი ტურიზმისთვის ნამდვილად რეკორდული იყო, როგორც შემოსავლებით, ასევე ვიზიტების რაოდენობით“ - მაია ომიაძე

„2024 წელი ტურიზმისთვის ნამდვილად რეკორდული იყო, როგორც შემოსავლებით, ასევე ვიზიტების რაოდენობით“ - მაია ომიაძე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, 2024 წელს, ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
„2024 წელი არამხოლოდ ტურისტული ვიზიტებით იყო საუკეთესო, არამედ შემოსავლებშიც საუკეთესო წლად დაფიქსირდა, საქართველომ ტურიზმის ინდუსტრიიდან 4.4 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც 2023 წელთან შედარებით +7.3%-ით მეტია და საქართველოს ისტორიაში, ტურიზმის ინდუსტრიაში საუკეთესო მაჩვენებელია“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ადმინისტრაცია წელს აქტიურად გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ბაზრებზე, საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვისა და შემოსავლების გაზრდის მიზნით.
„2025 წელს აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას სამიზნე ბაზრებზე, გვექნება მარკეტინგული კამპანიები, მონაწილეობას მივიღებთ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2025 წელი იყოს უკეთესი, როგორც ტურისტული ვიზიტების, ასევე შემოსავლების კუთხით“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
2024 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 4,425,376,937 აშშ დოლარი მიიღო. 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 35.4%-ით, (1,156,722,868 აშშ დოლარით) ხოლო 2023 წლის მონაცემებს +7.3%-ით (300,047,994 აშშ. დოლარით). გადააჭარბა.
2024 წლის მე-4 კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა $964 მილიონი შეადგინა (963,684,183 აშშ დოლარი) რაც 2019 წლის დონეს 40.5%-ით (278 მლნ აშშ დოლარით) აჭარბებს, ხოლო 2023 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა +10.3%-ით მეტია, (90 მლნ. აშშ. დოლარით).
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.