ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2023 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობამ 56 მლრდ ლარს გადააჭარბა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 9.1%-ით გაიზარდა და 56.4 მლრდ ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წლის მეოთხე კვარტალში მისი მოცულობა 21.2 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.0%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 64.4% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.0% – საშუალოზე, ხოლო 20.7% – მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 42.1%, საშუალოზე – 23.9%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 34.0%.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 30.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4%-ით მეტია, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 18.9 მლრდ ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8%-ით მეტია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.