არქივი31 დეკემბერი, 2023, 06:10
2023 წლის საუკეთესო ბომბარდირი - რონალდო გოლების გატანას აგრძელებს [VIDEO]
საუდის არაბეთის პრო ლიგის მორიგ ტურში "ალ ნასრი" "ალ ტაავონს" ესტუმრა და 4:1 გაიმარჯვა.
"ალ ნასრის" შემადგენლობაში კრიშტიანო რონალდომ მორიგი გოლი გაიტანა, ამ შედეგით პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი 2023 წლის საუკეთესო ბომბარდირი (54 გატანილი გოლი) გახდა.
"გეტყვით, როდესაც თამაშს ვეღარ შევძლებ, ჩემს გუნდს მადლობას ვუხდი", - განაცხადა რონალდომ მატჩის შემდეგ.
შეგახსენებთ, "ალ ნასრი" პრო ლიგის სატურნირო ცხრილში 46 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ჩემპიონატის ლიდერ "ალ ჰილალს" 6 ქულით ჩამორჩება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.