არქივი16 იანვარი, 2024, 16:56
2023 წლის დეკემბერში სავალუტო რეზერვები, ნოემბერთან შედარებით, 118.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა
2023 წლის დეკემბერში სავალუტო რეზერვები, ნოემბერთან შედარებით, 118.7 მლნ აშშ დოლარით (2.3%) შემცირდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით Galt & Taggart-ი ავრცელებს.
"რეზერვების ცვლილება ძირითადად უკავშირდება უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვრის 25%-დან 20%-მდე შემცირებას, ასევე მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს", - აღნიშნულია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.
2023 წლის დეკემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2.1%-ით, 5 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.