2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი გამარჯვებული გუნდი TerraTech გახდა
2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. რიგით მე- 9 კონკურსის მთავარი გამარჯვებული გუნდი TerraTech გახდა.
წელს კონკურსს 12 ფინალისტი გუნდი ჰყავდა - თბილისის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის, ახმეტის და მცხეთის სკოლებიდან, რომლებმაც პროექტები კოსმოსისა და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის თუ ტრანსპორტის დარგებში განავითარეს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის ფონდი, საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, ახორციელებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.