2023 წელს ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა რეკორდული იყო – Business Insider

2023 წლის ბოლოს ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობამ ახალ რეკორდს მიაღწია. Business Insider ჩინეთის საბაჟოს გენერალურ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის ომის მიუხედავად, პეკინსა და მოსკოვს შორის ეკონომიკური კავშირები მყარდება.
2 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა დოლარის ეკვივალენტში 2023 წელს 26%-ით – 190 მილიარდი დოლარიდან 240 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
2022 წლის თებერვალში ს მიერ ში შეჭრის შემდეგ, ჩინეთი იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობს, მისი ფასი Brent-თან შედარებით ბარელზე $18-ით ნაკლებია. ამავდროულად, რუსეთი Xiaomi-ისა და Realme-ის სმარტფონების იმპორტს მას შემდეგ ახორციელებს, რაც ამერიკულმა და ევროპულმა ბრენდებმა რუსული ბაზარი დატოვეს.
2023 წელს ჩინეთის ექსპორტი რუსეთში 47%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 13%-ით.
იმავდროულად, -სა და ჩინეთს შორის ვაჭრობა 2019 წლის შემდეგ პირველად დაეცა. ორ ქვეყანას შორის მთლიანი ვაჭრობა 12%-ით, 664 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.