2023 წელს ქართველებმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას ₾2 მლრდ დახარჯეს
2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11.5%-ით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 15.9%-ით შემცირდა და 906.7 ლარი შეადგინა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 32.7%-ით მეტია.
2023 წელს ვიზიტების 35.4% საყიდლების მიზნით განხორციელდა. დასვენება და გართობა კი მესამე ადგილზეა. ვიზიტების განაწილება ვიზიტის მიზნის მიხედვით ასეთია:
· საყიდლები - 796.3 ათასი;
· მეგობრების/ნათესავების მონახულება - 726.3 ათასი;
· დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 316.7 ათასი;
· პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 280.8 ათასი;
· მკურნალობა, გაჯანსაღება - 65.1 ათასი;
სხვა მიზანი 61.1 ათასი.
ამასთან, საქართველოს რეზიდენტები შესაბამისად ყველაზე მეტს საყიდლებზე, საკვებსა და განთავსებაზე ხარჯავდნენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.