2023 წელს ტურიზმის წილი მშპ-ში პანდემიამდელ ნიშნულს 18%-ით ჩამორჩება
2023 წელს ტურიზმის წილი მშპ-ში 7.1% იყო, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომელიც მიმდინარე წლის 30 აპრილსაა განახლებული.
საქსტატზე დაყრდნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წერს, რომ გასულ წელს ტურიზმის წილი მშპ-ში, 2022 წლის 7%-დან 7.1%-მდე გაიზარდა. პანდემიამდე, 2019 წელს, ეს მაჩვენებელი 8.4% იყო. შესაბამისად, 2023 წელს ტურიზმის წილი მშპ-ში პანდემიამდელ ნიშნულს 18%-ით ჩამორჩება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წელს ტურიზმის წილი მშპ-ში ცალკეულ მიმართულებებზე ასე ნაწილდება:
სახმელეთო ტრანსპორტსა და წყლის ტრანსპორტზე მოდის - 1 967,2 მლნ ლარი;
საჰაერო ტრანსპორტზე - 133,8 მლნ ლარი;
განთავსებაზე - 1 391,3 მლნ ლარი;
საკვებით და სასმელებით მომსახურებაზე - 1 302,8 მლნ ლარი;
ტურისტული სააგენტოებზე, ტურ-ოპერატორებსა და სხვა დაჯავშნის მომსახურებასა და მათთან დაკავშირებული საქმიანობებზე - 128,5 მლნ ლარი;
საქართველოს მშპ საბაზისო ფასებში - 69 571,7 მლნ ლარი.
ტურიზმის წილი მშპ-ში სულ 4923.6 მლნ ლარი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.