2023 წელს საქართველოში 14.7 მლნ-ის ძეხვი იმპორტირდა
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში $14 718 980-ის ღირებულების 2 495 390 კგ ძეხვი (ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან) იმპორტირდა.
2023 წლის TOP 5 იმპორტიორი ქვეყანა შემდეგნაირად გამოიყურება:
ავსტრია - $2 923 830-ის ღირებულების 556 580 კგ
უკრაინა - $2 746 990-ის ღირებულების 554 570 კგ
სომხეთი - $2 105 640-ის ღირებულების 397 880 კგ
ესპანეთი - $2 090 100-ის ღირებულების 262 010 კგ
ბელარუსი - $1 130 210-ის ღირებულების 227 750 კგ
რაც შეეხება 2024 წლის მონაცემებს, პირველ კვარტალში, ქვეყანაში $3 679 250-ის ღირებულების 637 490 კგ ძეხვი იმპორტირდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.