არქივი2 თებერვალი, 2024, 07:56
2023 წელს საქართველოში ოფიციალურად 56 ბავშვი გაშვილდა – ზრუნვის სააგენტო
2023 წელს საქართველოში ოფიციალურად 56 ბავშვი გაშვილდა, მათგან 4 შშმ იყო. ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ავრცელებს.
გასულ წლებს რაც შეეხება, 2022 წელს 60 ბავშვი გაშვილდა, 2021 წელს 25, ხოლო 2020 წელს – 34.
სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვების რაოდენობა 146-სს შეადგენდა და მათგან 113 განსხვავებული საჭიროების მქონე იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.