ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4%-ით შემცირდა

სემეკის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 14 917.1 მლნ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.
კერძოდ, 2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 15 521.2 მლნ კვტ/სთ შეადგინა.
რაც შეეხება გენერაციას, 2023 წელს საქართველოში წარმოებულმა ელექტროენერგიამ 14 395.8 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია.
2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 14 246.6 მლნ კვტ/სთ-ს აღწევდა. წლიურმა ზრდამ 1%-ით შეადგინა.
გასულ წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის 75% ჰიდროელექტროსადგურებზე მოდიოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.