არქივი26 აგვისტო, 2024, 22:22
2023 წელს საქართველოს სასტუმროები 26 495 ადამიანს ასაქმებდა
საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 26 495 ადამიანი, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
გასულ წელს სექტორში დასაქმებულთა უმეტესობას, 54.3%-ს, ქალები წარმოადგენდნენ.
2023 წელს ქვეყანაში სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის 2 488 დაწესებულება ფუნქციონირებდა, რაც წლიურად 12.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.