არქივი20 მარტი, 2024, 10:26
2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,1%-ით გაიზარდა - საქსტატი
გასულ, 2023 წელს, საქართველოს ეკონომიკა 10,1 პროცენტით გაიზარდა. წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
თუკი 2022 წელს მშპ მიმდინარე ფასებში 72 860,1 ათასი ლარი იყო, გასულ წელს 80 246,1 ათასი გახდა.
ეკონომიკის გაზრდის მიუხედავად, შემცირებულია სატყეო და თევზის მეურნეობებით მიღებული შემოსავლები. საქართველოს ეკონომიკის ყველაზე დიდი წილი მოდის საცალო და საბითუმო ვაჭრობაზე, შემდეგ ადგილზეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, მესამეზე კი - მრეწველობა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.