2023 წელს საქართველომ $5 126 000-ის ყვავილები და კოკრები იყიდა - მთავარი საიმპორტო ქვეყანა ეკვადორია
2023 წელს საქართველოში ყვავილების იმპორტის ღირებულება, 2022 წელთან შედარებით 70.5%, მოცულობა კი 42.8% გაიზარდა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველომ 5 მილიონ 126 ათასი დოლარის, 1 718 ტონა ყვავილები და კოკრები შეიძინა. მაშინ, როცა 2022 წელს, იმპორტის ღირებულება 3 მილიონ დოლარს, მოცულობა კი 1203 ტონას შეადგენდა.
რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, საქართველო ყვავილებისა და კოკრების იმპორტს ძირითადად სამი ქვეყნიდან ახორციელებს.
საიმპორტო ქვეყნებს შორის, პირველ ადგილზეა ეკვადორი, საიდანაც 1 602 630 დოლარის, 325 ტონა ყვავილი ვიყიდეთ. შემდგომ სომხეთი. სომხეთიდან ჩვენმა ქვეყანამ 1 362 530 ტონა ყვავილებისა და კოკრების იმპორტი განახორციელა. მესამე ადგილზე კი ნიდერლანდებია, საიდანაც 1 256 090 დოლარის, 97 ტონა ყვავილი შევიძინეთ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.