2023 წელს საქართველოდან უცხოეთში სამკურნალო მიზნით, 21700-ით მეტი - 65100 ვიზიტი განხორციელდა
2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოდან უცხოეთში მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით 17.5 ათასი ვიზიტი განხორციელდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების 2.9 პროცენტის მიზანი სწორედ მკურნალობა და გაჯანსაღება იყო.
რაც შეეხება 2023 წლის სხვა კვარტლებს, საქართველოდან უცხოეთში მკურნალობის მიზნით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ასეთია:
პირველი კვარტალი - 16 ათასი;
მეორე კვარტალი - 12.9 ათასი;
მესამე კვარტალი - 18.7 ათასი.
შესაბამისად, ჯამურად ეს რაოდენობა 65100-ია.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 43400 იყო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.