არქივი29 დეკემბერი, 2023, 18:13
2023 წელს რუსეთის მიერ მოპოვებული ნავთობის ოდენობის პროგნოზი 523 მლნ ტონაა
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ნიკოლაი შულგინოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის რუსეთში ნავთობის მოპოვების სავარაუდო მოცულობა 523 მილიონი ტონა ან ოდნავ ნაკლებია.
„ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ მოსალოდნელი (პროგნოზი 2023 წლისთვის - IF) - 523 მილიონი ტონა ან შეიძლება ცოტა ნაკლები“, - აღნიშნა შულგინოვმა.
ოქტომბერში რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა გამოაცხადა ნავთობის მოპოვების პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 525-527 მილიონი ტონის ოდენობით.
2022 წელს რუსეთმა 535 მილიონი ტონა ნავთობი აწარმოვა.
ამრიგად, 2023 წელს ეს მაჩვენებელი შესაძლოა 2,2%-ით შემცირდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.