არქივი3 დეკემბერი, 2023, 20:25
2023 წელს რუსებმა საქართველოში 5 700-ზე მეტი ბინა შეიძინეს
რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 5 784 ბინა შეიძინეს - ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ დეპუტატ თინა ბოკუჩავასთვის გაცემული პასუხიდან ირკვევა.
იუსტიციის სამინისტროს მიხედვით, წელს იანვარ-ნოემბრის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეებმა უფრო მეტი ქონება შეიძინეს, ვიდრე მთელი 2022 წლის განმავლობაში. გასულ წელს რუსებმა საქართველოში 5 424 ბინა იყიდეს.
როგორც BM.GE წერს, გაზრდილია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საქართველოში მიწის ნაკვეთების ყიდვის სტატისტიკაც. 2022 წლის განმავლობაში მათ 1 625 ნაკვეთი შეიძინეს, წელს კი 1 872.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.