ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2023 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2023 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1208,9 ათასი ტონა, რაც 58,6 ათასი ტონით ანუ 5,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1150,3 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2023 წლის პირველი 12 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 614,3 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 594,6 ათასი ტონა.
კატეგორიების მიხედვით, 2023 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 366,5 ათასი ტონა (59,7%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 236,6 ათასი ტონა (38,5%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 11,2 ათასი ტონა (1,8%);
2023 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 736,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 60,9%-ს შეადგენს.
შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 180,6 ათასი ტონა - 14,9%; ბულგარეთი - 107,2 ათასი ტონა - 8,9%; აზერბაიჯანი - 84,2 ათასი ტონა - 7%; თურქმენეთი - 29,3 ათასი ტონა - 2,4%; ბელარუსი - 24,9 ათასი ტონა - 2,%; საბერძნეთი - 23,5 ათასი ტონა - 1,9%; თურქეთი - 17 ათასი ტონა - 1,4%; არაბთა გაერთიანებული საამიროები – 2,2 ათასი ტონა - 0,2%; ვირჯინიის კ-ბი - 2,2 ათასი ტონა - 0,2%; შვეიცარია - 1,3 ათასი ტონა - 0,1% და სხვ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.